Loading data...
დმიტრი პესკოვი: უკრაინის საკითხის მიმართ ევროპის მიდგომა მიმართულია ომის გაგრძელებაზე

უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპის მიდგომა ომის გაგრძელებისკენ არის მიმართული და ეწინააღმდეგება მოსკოვისა და ვაშინგტონის მიდგომას, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„ევროპის მიდგომა არ არის დაბალანსებული. ის უფრო მიმართულია ომის გაგრძელებაზე და მკვეთრად განსხვავდება იმ მიდგომებისგან, რომელსაც ავლენენ, მაგალითად, მოსკოვსა ან ვაშინგტონში“, - აღნიშნა პესკოვმა, როდესაც მას ჰკითხეს, არის თუ არა ადგილი ევროპელი ლიდერებისთვის თურქეთში მოლაპარაკებების მაგიდასთან.