Loading data...
დმიტრი პესკოვი: სანქციების მიმართ იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ

„სანქციების მიმართ იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ და ვაგრძელებთ პრეზიდენტი ტრამპის მიერ გაკეთებული ყველა განცხადების ჩანიშვნას“, - ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი პრეზიდენტ ტრამპის მიერ რუსეთისთვის ულტიმატუმის 10 დღემდე შემცირებას.

ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია დიდი რაოდენობით სანქციების ქვეშ ვცხოვრობთ, ჩვენი ეკონომიკა კი უზარმაზარი რაოდენობის შეზღუდვების ფონზე მოქმედებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიმუშავეთ იმუნიტეტი ამ მიმართულებით და ვაგრძელებთ პრეზიდენტი ტრამპის მიერ გაკეთებული ყველა განცხადების ჩანიშვნას“, - აღნიშნავს პესკოვი.