1765883145
უცხოეთი
დმიტრი პესკოვი: რუსეთს სურს მშვიდობა და არა ზავი
რუსეთს სურს მშვიდობა და არა ზავი, რომელიც უკრაინას შესვენებისა და ომის გასაგრძელებლად მომზადების საშუალებას მისცემს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვის პოზიცია თანმიმდევრული, გამჭვირვალე და კარგად ცნობილია როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე, უკრაინაში.
„ჩვენ გვსურს მშვიდობა, ჩვენ არ გვსურს ზავი, რომ მივცეთ უკრაინას შესვენებისა და ომის გასაგრძელებლად მომზადების საშუალება. ჩვენ გვსურს ამ ომის შეჩერება, ჩვენი მიზნების მიღწევა, ჩვენი ინტერესების უზრუნველყოფა და ევროპაში სამომავლოდ მშვიდობის უზრუნველყოფა“, - აცხადებს პესკოვი.