Loading data...
დმიტრი პესკოვი: ნატო კვლავ დაპირისპირების ინსტრუმენტად რჩება

„ნატო კვლავ დაპირისპირების ინსტრუმენტად რჩება“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა

„საერთო ჯამში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არსი წლების განმავლობაში არ შეცვლილა. ეს არის ბლოკი, რომელიც კონფრონტაციისთვის შეიქმნა. ის კვლავ დაპირისპირების ინსტრუმენტად რჩება“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.