Loading data...
დმიტრი პესკოვი: მოსკოვი მოლაპარაკებებისთვის ღიაა

მოსკოვი ღიაა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. თუმცა, მათი თქმით, მას „არ შეუძლია“ მოლაპარაკებების წარმოება უკრაინის სავარაუდო პოზიციის გამო, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კერძოდ, პესკოვს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებაზე, რომელშიც ის უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას  მოლაპარაკებების პროცესის განახლებას სთავაზობს. საპასუხოდ, პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, „ღიაა მოლაპარაკებებისთვის“.

„მოსკოვი მოლაპარაკებებისთვის ღიაა. წარმოქმნილი პაუზა სწორედ კიევის რეჟიმის მიერ ამ დიალოგის გაგრძელების სურვილის არქონის გამო წარმოიშვა“, - აცხადებს პესკოვი.