Loading data...
დმიტრი პესკოვი: კიევის პოზიციის გათვალისწინებით, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის პერსპექტივა გაურკვეველი რჩება იქამდე, ვიდრე კიევი მოლაპარაკებებში ამჟამინდელ პოზიციას ინარჩუნებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა

„რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტსა და ზელენსკის შორის შეხვედრების ორგანიზების პერსპექტივებს, კარგი, ახლა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ზელენსკის ბოლო განცხადებების გახსენებით და დავსვათ კითხვა: აქვს თუ არა აზრი შეხვედრის ჩატარებას, თუ კიევის რეჟიმი კვლავაც ამ პოზიციას ინარჩუნებს? როგორ წარმოუდგენიათ მათ ეს?“ - აცხადებს პესკოვი.