1795527375
უცხოეთი
დმიტრი პესკოვი: ევროპელები ოთხმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებს ითხოვენ, თუმცა ჩვენ არ გვესმის, რა დამატებითი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს მათ მონაწილეობას
ევროპელები ოთხმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებს დაჟინებით ითხოვენ, თუმცა ჩვენ არ გვესმის, რა დამატებითი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს მათ მონაწილეობას, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. იცით, რომ ევროპელები დაჟინებით მოითხოვენ შეხვედრა უკვე ოთხმხრივ ფორმატში იყოს. ჩვენ ჯერ ბოლომდე არ გვესმის, რა დამატებითი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს ევროპელების მონაწილეობას, რა დამატებითი წვლილის შეტანა შეუძლია ამას მშვიდობიანი მოგვარების პროცესში“, - აცხადებს კრემლის პრესსპიკერი.