Loading data...
დმიტრი პესკოვი: ევროკავშირის წევრობა ბევრი ქვეყნისთვის აუხდენელ ოცნებად რჩება

ევროკავშირის წევრობა ბევრი ქვეყნისთვის აუხდენელ ოცნებად რჩება, რასაც თურქეთის მაგალითიც ადასტურებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ევროკავშირის წევრობა მრავალი სახელმწიფოსთვის აუხდენელ ოცნებად იქცევა. თუმცა ყოველთვის საჭიროა დავფიქრდეთ, საერთოდ არის კი ეს ოცნება და განვიხილოთ, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს სომხეთს ევროპულმა ინტეგრაციამ“, - აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის წარმომადგენელმა ყურადღება თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების გამოცდილებაზე გაამახვილა.

„ევროკავშირის წევრობა ასეთი რამაა: ერთი მხრივ, ყველა ქვეყანას ეჩვენება, რომ კარს მოადგა. ეს თურქეთიდან ძალიან კარგად ვიცი. თურქეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს „სტაფილო“ მუდმივად თურქეთის წინ უჭირავთ და ვერაფრით ვერ უახლოვდება. თითქოს ის კარს მოგვადგა, მაგრამ საბოლოოდ არაფერი ხდება“, - დასძინა პესკოვმა.