Loading data...
დმიტრი მედვედევი: რუსეთი ვერ შეეგუება ნატოს წევრ მეზობლებს, რადგან საფრთხე მუდმივი იქნება

რუსეთი ვერ შეეგუება ნატოს წევრ მეზობლებს, რადგან საფრთხე მუდმივი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „ერთიანი რუსეთის“ თავმჯდომარემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ჩვენ არ შეგვიძლია, შევეგუოთ ჩვენ მახლობლად მდებარე სახელმწიფოების არსებობას, რომლებიც ჩვენ მიმართ არამეგობრულად არიან განწყობილნი, განსაკუთრებით კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს. საფრთხე მუდმივი იქნება. და თუ ტერიტორიული კონფლიქტები გაგრძელდება, ომის საფრთხე სისტემური იქნება. ამიტომ, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზანია მომავალში ამ შესაძლებლობების აღმოფხვრა“, - აღნიშნა მედვედევმა.