1790887425
უცხოეთი
დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გეგმავს
რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გეგმავს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„არა“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს მოსკოვში, როდესაც უპასუხა კითხვას, ნიშნავს, თუ არა რუსული მხარის მიერ ბირთვული იარაღის თემატიკის ხშირი გამოყენება იმას, რომ რუსეთის ფედერაცია მის გამოყენებაზე ფიქრობს.
„სწორედ ევროპელები ფიქრობენ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს და ამის გამო ისტერიკაში არიან. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ ემოციებისგან და სიტუაციას ობიექტურად შეხედონ“, - აღნიშნა პესკოვმა.