1759957165
უცხოეთი
დიმიტრი პესკოვის: 9 ოქტომბერს ტაჯიკეთში ვლადიმერ პუტინისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართება

დღეს, 9 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში შეხვდებიან.
პესკოვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მთავარი საკითხი ორმხრივი ურთიერთობები იქნება. მისივე თქმით, თავად შეხვედრის ორგანიზების ფაქტი აჩვენებს ორი ლიდერის სურვილს, განიხილონ აქტუალური საკითხები.
„მიუხედავად იმისა, რომ არ შემიძლია აზერბაიჯანული მხარის სახელით საუბარი, რუსეთი კონსტრუქციული და პოზიტიური დიალოგის ერთგულია”, - აღნიშნა პესკოვმა.