Loading data...
დიმიტრი პესკოვი: უკრაინაში შესაძლო არჩევნებზე საუბარი ჯერ ნაადრევია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი მაისში უკრაინაში შესაძლო არჩევნების ჩატარების შესახებ Financial Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. 

„ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ საინფორმაციო ნაკადებს. რა თქმა უნდა, გავითვალისწინოთ ისინი, მაგრამ მაინც პირველად წყაროებს დავეყრდნობით“, - აცხადებს დიმიტრი პესკოვი

Financial Times-ი უკრაინელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების გეგმის გამოცხადებას გეგმავს. 

ზელენსკიმ განაცხადა, რომ არჩევნების ჩასატარებლად უსაფრთხოების გარანტიები და საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.