Loading data...
დიმიტრი პესკოვი: უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

„უკრაინა კარგავს ტერიტორიებს და გააგრძელებს მათ დაკარგვას; ეს არის გეგმა A, B და C“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი

„ჩვენს უკრაინელ თანამოსაუბრეებს შევახსენებ, რომ უკრაინა კარგავს მიწებს და გააგრძელებს მათ დაკარგვას. ხვალინდელი სიტუაცია დღევანდელისგან განსხვავებული იქნება. აი ეს არის გეგმა A-ც, B-ც და C-ც“, - აღნიშნა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ინფორმაციისთვის, მანამდე კი, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად „გეგმა B “ უნდა მოამზადოს.