Loading data...
დიმიტრი პესკოვი: თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს, კრემლის პოზიცია უცვლელია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლის პოზიცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ უცვლელი რჩება. 

პესკოვის თქმით, თუ ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, შეუძლია, მოსკოვში ჩავიდეს.

„პუტინისა და ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი. პუტინმა თქვა, რომ ზელენსკის, თუ სურვილი აქვს, შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს, მას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ. მან კარგად იცის, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს“, - განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ „ზელენსკის უსაფრთხოების გარანტიები დაცული იქნება.“