Loading data...
დიმიტრი პესკოვი: სომხეთს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ხმის მიცემისა და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე წარმომადგენლების დანიშვნის უფლება ჩამოერთვა

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სესიაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სომხეთს ორგანიზაციაში ხმის უფლება, ასევე პასუხისმგებელ თანამდებობებზე საკუთარი წარმომადგენლების დანიშვნის უფლება ჩამოერთვა“, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

გადაწყვეტილება მოსკოვში გამართულ სამიტზე მიიღეს. 

პესკოვის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ სომხეთი რამდენიმე წლის განმავლობაში არ ასრულებდა ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის არ იხდიდა საწევრო შენატანებს.

ცნობისთვის, სომხეთმა ორგანიზაციაში მონაწილეობა 2024 წლის თებერვალში შეაჩერა. პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ორგანიზაციამ სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებები არ შეასრულა, მათ შორის აზერბაიჯანთან კონფლიქტის დროს. ხმის მიცემის უფლების შეჩერების მიუხედავად, სომხეთი ორგანიზაციის წევრად ფორმალურად რჩება.