დიმიტრი პესკოვი: პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრებასა და ტრამპთან შეხვედრაზე საუბარი ნაადრევია
რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტის ღონისძიებებში, თუმცა ღონისძიებაზე დასასწრებად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ მიწვევაზე პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, კრემლის ლიდერის „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრებასა და ტრამპთან შეხვედრაზე საუბარი ნაადრევია.
„ეს [პასუხი] შემუშავდება და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთი აპირებს, გააგრძელოს მონაწილეობა G20-ის და ამ ფარგლებში გამართული ყველა ფორუმის მუშაობაში“, - აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.
Kremlin:
— Clash Report (@clashreport) September 24, 2026
It is too early to talk about Putin’s trip to the G20 and a meeting with Trump.
We will provide our response to the invitation later.