Loading data...
დიმიტრი პესკოვი: პუტინის ბრძანებით 3 დღის განმავლობაში კიევზე იერიშები არ განხორციელდება

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ 5 სექტემბრის შუაღამიდან, სამი დღის განმავლობაში, კიევზე დარტყმები არ განხორციელდეს“, - ამის შესახებ TASS-ს კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება უკრაინის დედაქალაქში ამერიკელი მომლაპარაკებლების ვიზიტსა და დაგეგმილ შეხვედრებს უკავშირდება.

როგორც დიმიტრი პესკოვმა თქვა, რუსულმა მხარემ მიიღო ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 5 სექტემბრის შუაღამიდან 8 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს.

„მართლაც, ასეთი ინფორმაცია უკრაინული მხარისგან მივიღეთ. რუსეთის პრეზიდენტმა და უზენაესმა მთავარსარდალმა პუტინმა ბრძანა, რომ კიევზე დღეს, შუაღამის შემდეგ სამი დღის განმავლობაში დარტყმები არ განხორციელდეს. ეს განპირობებულია კიევში ამერიკული მოლაპარაკებებით“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, დღეს მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჩავიდნენ, რომლებსაც ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა აქვთ დაგეგმილი, რის შემდეგაც ისინი კიევს ეწვევიან.