1784286632
უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი: მოსკოვი არასდროს ჩარეულა აშშ-ის არჩევნებში, კატეგორიულად უარვყოფთ ყველა ბრალდებას
„მოსკოვი არასდროს ჩარეულა აშშ-ის არჩევნებში“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, რითაც ის თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „აშშ-ის მოწინააღმდეგეებს რუსეთს, ჩინეთს, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას, ამერიკის საარჩევნო ინფრასტრუქტურის კომპრომეტირების შესაძლებლობა აქვთ“.
„რუსეთს არანაირად არ მოუხდენია გავლენა აშშ-ის არჩევნებზე. ჩვენ უარვყოფთ ყველა ბრალდებას, კატეგორიულად უარვყოფთ მათ”, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, აშშ-მა ადრე ჩაატარა მრავალი გამოძიება, რომელმაც დაადასტურა, რომ მოსკოვს არანაირი კავშირი არ ჰქონდა აშშ-ის საარჩევნო კამპანიებთან.
პესკოვის მტკიცებით, რუსეთი არ ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და ელის, რომ სხვა ქვეყნებიც მსგავსად იმოქმედებენ.