Loading data...
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი სამმხრივი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გამართვის ერთ-ერთ შესაძლო ადგილად აბუ-დაბის განიხილავს

რუსეთი უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გამართვის ერთ-ერთ შესაძლო ადგილად აბუ-დაბის განიხილავს. თუმცა შეხვედრის ადგილმდებარეობის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. 

პესკოვის თქმით, რუსული მხარე აბუ-დაბიზეა ორიენტირებული, თუმცა სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.

„ჯერჯერობით აბუ-დაბის განვიხილავთ, თუმცა შესაძლოა, სხვადასხვა ვარიანტი არსებობდეს“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

მანამდე პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში უნდა განახლდეს. თუმცა მხარეებს შეხვედრების შემდეგი რაუნდის ზუსტი თარიღი ჯერ არ განუსაზღვრავთ.