Loading data...
დიმიტრი პესკოვი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელზე: არაფერი საგანგაშო ჩანაწერებში არ არის - კრემლი სტივ უიტკოფის მომავალი ვიზიტის მოლოდინშია

„კრემლი მოუთმენლად ელის აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის მომავალ ვიზიტს მოსკოვში“, - ნათქვამია რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებაში. 

როგორც პესკოვი ამტკიცებს, დასავლურ პრესაში გამოქვეყნებულ უიტკოფისა და პუტინის თანაშემწის საუბრების ჩანაწერებში „არაფერი საგანგაშო“ არ არის. მანვე დასძინა, რომ ისინი, ვინც უიტკოფის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების ჩაშლას ისახავენ მიზნად. 

„მიმდინარეობს სერიოზული პროცესი. ახლა არაფერია უფრო მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა პესკოვმა და დასძინა, რომ „სტივ უიტკოფის ვიზიტს მოსკოვში მომავალი კვირიდან ელის“.