დიმიტრი მედვედევი: გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას კიევის რეჟიმისთვის სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ ყველა გერმანულ საწარმოზე
„გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას კიევის რეჟიმისთვის სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ ყველა გერმანულ საწარმოზე“, - აცხადებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.
როგორც მედვედევმა აღნიშნა, ბერლინმა რუსეთს ლაიფციგის აეროპორტზე განხორციელებულ დაუმტკიცებელ თავდასხმაში დასდო ბრალი.
„ბერლინმა რუსეთს ლაიფციგის აეროპორტზე განხორციელებულ დაუმტკიცებელ თავდასხმაში ბრალი დასდო. გერმანიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ნეონაცისტური, მძაფრად რუსოფობიური კურსის გათვალისწინებით, შეთხზული დივერსია მათი ცოდვებისთვის სასჯელის ყველაზე მსუბუქი ფორმაა. ისინი იმსახურებენ პირდაპირ დარტყმას გერმანიაში სამხედრო ტექნიკის ყველა იმ საწარმოზე, რომლებიც „ბანდერისტული კლიკასთვის“ მუშაობენ და, სავსებით შესაძლებელია, ბერლინის სხვა ადგილებშიც“, - აღნიშნა მედვედევმა.