1770045441
უცხოეთი
დიდმა ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
დიდმა ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
სანქციების სიაში 10 ფიზიკური პირი და ერთი ორგანიზაციაა შეყვანილი.
როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სანქციების ქვეშ მოექცნენ თანამდებობის პირები და სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოები ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების ჩახშობისთვის, მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვისა და ზოგიერთ შემთხვევაში, სიცოცხლის უფლების დარღვევისთვის.
შემოღებული ზომები მოიცავს სანქციების ქვეშ მოხვედრილი პირებისთვის აქტივების გაყინვას, მათთვის ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავებისა და ქვეყანაში შესვლის აკრძალვებს.