Loading data...
„დიდი პრობლემები შეექმნება“ - ტრამპი ჩინეთს ემუქრება, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთს „დიდი პრობლემები“ შეექმნება, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდის.

„თუ ჩინეთი ამას გააკეთებს, მას დიდი პრობლემები შეექმნება“, - აცხადებს ტრამპი. 

ტრამპმა არ დააკონკრეტა, ესაუბრა თუ არა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს, რომელთანაც ის მომდევნო თვის დასაწყისში ჩინეთში შეხვედრას გეგმავს.

CNN-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ჩინეთი ირანისთვის ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გეგმავს.