Loading data...
„დიდი ლიდერი“ - ტრამპმა ორბანი თეთრ სახლში მიიღო

დონალდ ტრამპი და ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად მივიდა.

ტრამპი ორბანს თეთრი სახლის კიბეებზე შეხვდა. როდესაც ჰკითხეს ვლადიმერ პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ, მან უპასუხა, რომ „შანსი ყოველთვის არსებობს“.

აშშ-ის პრეზიდენტმა სხვა კითხვებს პასუხი არ გასცა, თუმცა ორბანზე მიუთითა და მას „დიდი ლიდერი“ უწოდა.