1772718050
უცხოეთი
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონი, რომელმაც კვიპროსში, აკროტირის ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზას დაარტყა, ირანიდან არ ყოფილა გაშვებული
„შაჰედის“ მსგავსი დრონი, რომელმაც კვიპროსში, აკროტირის ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზას დაარტყა, ირანიდან არ ყოფილა გაშვებული, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ცნობისთვის, 2 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დრონით დარტყმა მოხდა კვიპროსში მდებარე ბრიტანეთის საჰაერო ბაზაზე, რამაც მცირე ზიანი გამოიწვია, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია.
Update on UK operations in the Middle East: 04 March 2026 ⬇️ pic.twitter.com/LkE1D4Fuek
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) March 4, 2026