დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: ბრიტანეთი რუსული დრონების შეჭრის შემდეგ პოლონეთში Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის

დიდი ბრიტანეთი პოლონეთში ნატოს ახალ „აღმოსავლეთის მცველის“ მისიას შეუერთდება, რომელიც ნატომ რუსული დრონების უპრეცედენტო შემოჭრის შემდეგ დაიწყო, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ნატოს ოპერაცია Eastern Sentry-ის (აღმოსავლეთის მცველი) ფარგლებში პოლონეთის თავზე ბრიტანული Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლები იფრენენ.
დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ისინი თავიანთ გამანადგურებლებს პოლონეთში აგზავნიან, რაოდენობის დაკონკრეტების გარეშე.
„ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების „ტაიფუნები“ მოკავშირეებს შეუერთდებიან პოლონეთის საჰაერო სივრცის დასაცავად „აღმოსავლეთის მცველის“ მისიის ფარგლებში, გასულ კვირას პოლონეთში რუსული დრონების სახიფათო შეჭრის შემდეგ“, - განაცხადა პრესსამსახურმა.
The UK’s commitment to helping @NATO defend every inch of allied territory is unshakeable.@RoyalAirForce Typhoons will join allies and fly air defence missions over Poland as part of Eastern Sentry following Russia's reckless and dangerous drone incursion into Poland last week. pic.twitter.com/wwdtFt1QqD
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) September 15, 2025