Loading data...
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: პუტინს სურს აჩვენოს, რომ ძლიერია, მაგრამ უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მიერ ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის დახმარების გამოყენება სისუსტის ნიშანია. აღნიშნულის შესახებ მან კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იტყობინება „ევროპული პრავდა“.

„როდესაც ხედავთ, რომ ჩრდილოეთ კორეა პუტინს ფრონტის ხაზზე მხარდასაჭერად ჯარებს აწვდის, როდესაც ხედავთ, რომ ჩინეთი ტექნოლოგიებსა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კომპონენტებს აწვდის, ეს იმაზე მეტყველებს, რომ პუტინი სხვებს დახმარებას ევედრება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პუტინს უყვარს იმის ჩვენება, რომ ძლიერია, მაგრამ ის უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა ჰილიმ.

მინისტრმა გაიხსენა, რომ რუსეთის ფედერაციამ მილიონზე მეტი ადამიანი დაკარგა, 10 000-ზე მეტი ტანკი.

„მან ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. ეს იყო ომი, რომლის მოგებასაც სამ დღეში ფიქრობდა და სამწელიწად-ნახევარის შემდეგაც კი აგრძელებს“, - დასძინა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.