Loading data...
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ტრამპი მხარს არ დაუჭერს ომის დასრულების ისეთ გეგმას, რომელიც არ იქნება ხელსაყრელი უკრაინისთვის

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის დასრულების ისეთ გეგმას არ დაუჭერს მხარს, რომელიც არ იქნება ხელსაყრელი უკრაინისთვის.

„ზუსტად რაც ვიცი დონალდ ტრამპის შესახებ, არის ის, რომ მას არ მოსწონს დამარცხებულები და არ სურს წაგება, მას სურს, მიიღოს სწორი გარიგება ამერიკელი ხალხისთვის და იცის, რა არის სწორი გარიგება ამერიკელი ხალხისთვის - ეს არის მშვიდობა ევროპაში“, - აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.