1768249295
უცხოეთი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანში მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობა და სასტიკი რეპრესიები საშინელებაა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა განაცხადა, რომ ის ესაუბრა თავის ირანელ კოლეგას და „მოუწოდა ქვეყანაში ძალადობის შეჩერებისკენ“.
„ირანში მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობა და სასტიკი რეპრესიები საშინელებაა. ირანის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს ძალადობა, დაიცვას ფუნდამენტური უფლებები და უზრუნველყოს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოება“, - აცხადებს ივეტ კუპერი.