Loading data...
დიდი ბრიტანეთის პრემიერი აცხადებს, რომ მისი უპირველესი ვალდებულება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და თავდაცვის გაძლიერება იქნება

დიდი ბრიტანეთის ახალდანიშნული პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, მისი უპირველესი ვალდებულება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და თავდაცვის გაძლიერება იქნება.

თქმით, მან უკვე გამართა მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხიც განიხილებოდა.

სტარმერი აცხადებს, რომ მომავალ კვირაში ვაშინგტონში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ის დიდი ბრიტანეთის მხრიდან ნატო-ს მხარდაჭერას დააფიქსირებს.