Loading data...
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სახლში ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის სახლში ცეცხლის გაჩენაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას Reuters სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ დააკავეს 21 წლის მამაკაცი, რომელიც „მაღალი რანგის საზოგადოებრივ ფიგურასთან“ დაკავშირებულ სახლში ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი. 

როგორც სააგენტო წერს, სტარმერმა მის ბინაში მომხდარ ინციდენტზე რეაგირებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, 12 მაისს, გამთენიას ლონდონის სახანძრო ბრიგადა გამოძახებით მივიდა ლონდონის ჩრდილოეთით მდებარე იმ მისამართზე, სადაც სტარმერის სახლი მდებარეობს. ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. ინციდენტის შედეგად სახლის შესასვლელი დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა. მომხდარზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მისი წინამორბედების მსგავსად ამჟამად „დაუნინგ სტრიტის“ 10 ნომერში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. იგი ლონდონის ჩრდილოეთით მდებარე ოთხოთახიან ბინას აქირავებს.