დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩინეთში ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.
ბრიტანული დელეგაციის თვითმფრინავი პეკინში ადგილობრივი დროით საღამოს 5:00 საათზე დაეშვა.
პრემიერ-მინისტრს საპატიო ყარაული დახვდა.
ჩინეთში სტარმერის ვიზიტი ხუთ დღეს გაგრძელდება. მას თან ახლავს ბიზნესისა და ვაჭრობის სახელმწიფო მდივანი პიტერ კაილი და ეკონომიკის სახელმწიფო მდივანი ლუსი რიგბი. ბრიტანული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე 54 ბიზნეს წარმომადგენელია.
სტარმერმა აღნიშნა, რომ ის დიდი ბრიტანეთის პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც ბოლო რვა წლის განმავლობაში პეკინს ეწვია.
ის იმედოვნებს, რომ ჩინეთთან „ურთიერთობებს დაათბობს“ და ორმხრივ ვაჭრობას გააძლიერებს.
უახლოეს დღეებში რამდენიმე ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება.
პეკინში ვიზიტამდე სტარმერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი აშშ-სა და ჩინეთს შორის არჩევანს არ გააკეთებს.