Loading data...
დიდი ბრიტანეთიდან რუსი დიპლომატი გააძევეს

დიდი ბრიტანეთიდან რუსეთის საელჩოში თანამშრომელი გააძევეს. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ მოსკოვიდან ორი ბრიტანელი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ იყო მიღებული. მათ ჯაშუშობა დააბრალეს.

ბოლო დროს მოსკოვსა და ლონდონს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა. დიდი ბრიტანეთი რუსეთ-უკრაინის ომში კიევის აქტიურად იჭერს მხარს. პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა რამდენიმე დღის წინ ლონდონში სამიტი მოიწვია, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობდა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს კრემლს, რომ სიტუაციის ესკალაციისგან თავი შეიკავოს და აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი ამ ეტაპზე მხოლოდ საპასუხო ზომებს იღებს.