Loading data...
დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ პირველი არჩევნების ჩატარებაში დაეხმარება - უკრაინული მედია

დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ პირველი არჩევნების ჩატარებაში დაეხმარება. ორი ქვეყნის საარჩევნო კომისიებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ახალ შეთანხმებას -  მემორანდუმს, რომელმაც უკრაინის საარჩევნო პროცესი უნდა გაამყაროს, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

უკრაინის საარჩევნო კომისიამ დაადასტურა, რომ „ახალი შეთანხმება ხელს შეუწყობს თანამშრომლობას გამოცდილების გაცვლისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით დაეხმარება უკრაინაში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებას“.

დახმარება შესაძლოა ასევე გავრცელდეს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო ბიულეტენებისა და კანდიდატების უსაფრთხოების რეგულირების საკითხებზე.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ოლეგ დიდენკომ დასძინა, რომ მემორანდუმი „საშუალებას მოგვცემს ეფექტიანად მოვემზადოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე რთული არჩევნებისთვის“.