დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

დიდმა ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესების შესახებ აცხადებს. სია კიდევ 30 პუნქტით გაფართოვდა.
ახალი სანქციები კიდევ 70 გემს ეხება, რომლებიც რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა.
„შეზღუდვები, ასევე შეეხო 30 კომპანიასა და ფიზიკურ პირს, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთის არმიისთვის იარაღის სისტემებში გამოყენებული აღჭურვილობის მიწოდებაში“, - წერს უცხოური მედია.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა.
დიდმა ბრიტანეთმა ასევე დააწესა სანქციები, უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში ჩართული პირებისა და ორგანიზაციების მიმართ.
გარდა ამისა, ევროკავშირი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს ამზადებს.