დიდი ბრიტანეთი კატარში ავიაგამანადგურებლებს აგზავნის
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, კატარში ავიაგამანადგურებლები გაიგზავნება. ამის შესახებ reuters-ი წერს.
სტარმერის თქმით, დიდ ბრიტანეთს თავდაცვის სწორი გეგმა აქვს.
სტარმერი აცხადებს, რომ კატარში დამატებით ოთხი Typhoon-ის ტიპის გამანადგურებელი გაიგზავნება.
„მიზანი კატარსა და რეგიონში თავდაცვითი ოპერაციების გაძლიერებაა. ჩვენ თავდაცვის სწორი გეგმა გვაქვს“, - აცხადებს კირ სტარმერი.
შეგახსენებთ, ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია“ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის დაგვიანებული გადაწყვეტილებით, ნება დაერთო ამერიკისთვის, ესარგებლა ბრიტანული ბაზებით.
სტარმერმა 3 მარტს განაცხადა, რომ აშშ-მა მოითხოვა ბრიტანული ბაზების თავდაცვითი მიზნით გამოყენების ნებართვა და ბრიტანეთი აშშ-ს საკუთარი სამხედრო ბაზებიდან თავდაცვითი ოპერაციების განხორციელების ნებას რთავს.
ტრამპის თქმით, კირ სტარმერი უინსტონ ჩერჩილი არ არის.