Loading data...
დიდი ბრიტანეთი ღაზას სექტორიდან დაშავებული და მძიმე დაავადებების მქონე 300 ბავშვის ევაკუაციას განახორციელებს

დიდი ბრიტანეთი ღაზას სექტორიდან დაშავებული და მძიმედ დაავადებული ბავშვების ევაკუაციის პროგრამას განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 300 ბავშვი და მისი ერთ-ერთი მშობელი ან სხვა მზრუნველი პირი იქნება ევაკუირებული. ამის შესახებ SkyNews-ი იუწყება.

პროგრამის ფარგლებში თითოეულ ბავშვთან ერთად შეძლებს, წავიდეს მისი ერთ-ერთი მშობელი ან სხვა მზრუნველი პირი, ასევე განიხილება ძმებისა და დების ევაკუაციის შესაძლებლობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დადასტურებამდე ჩაატარებს უსაფრთხოებისა და ბიომეტრიულ შემოწმებებს. 

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ღაზას სექტორიდან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე კიდევ უფრო მეტი ბავშვის ევაკუაციის გეგმებს ამზადებს.