Loading data...
დიდი ბრიტანეთი ახლო აღმოსავლეთში დამატებით ჯარებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაგზავნის

დიდი ბრიტანეთი გეგმავს, ახლო აღმოსავლეთში დამატებითი საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა და ჯარები გაგზავნოს, რათა მოკავშირეებს ირანის თავდასხმების მოგერიებაში დაეხმაროს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ.

საუდის არაბეთში, კატარსა და ბაჰრეინში ვიზიტის დროს ჰილიმ, აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის ფონზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მოკავშირეებთან მოლაპარაკებები გამართა.

შეხვედრების შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა გადაწყვეტილება საუდის არაბეთში Sky Sabre-ის სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემის განლაგების შესახებ.

ლონდონი ასევე გააგრძელებს ბრიტანული Typhoon-ის ავიაგამანადგურებლების განთავსებას კატარში.

გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა ბაჰრეინში მრავალფუნქციური გამშვები დანადგარი გაგზავნა, რომელიც ამ ქვეყნის თავდაცვის სისტემებში ინტეგრირდება.

ჰილიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრიტანელი სამხედროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების დამონტაჟებაში, წვრთნასა და ექსპლუატაციაში დაეხმარებიან. რეგიონში საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ახლო აღმოსავლეთში თითქმის 1000 ჯარისკაცის განლაგებაა მოსალოდნელი.