Loading data...
„დიდებული გამარჯვება, ეს აბსურდული სიტუაცია საბოლოოდ დასრულდა“ - დონალდ ტრამპი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას უკრძალავს.

ტრამპი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას „დიდებულ გამარჯვებას“ უწოდებს.

„დიდებული გამარჯვება: აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება მამაკაცებისთვის ქალთა სპორტში თამაშის აკრძალვის შესახებ. ვაუ! ეს აბსურდული სიტუაცია საბოლოოდ დასრულდა!!!“ - წერს ამერიკის ლიდერი.