1772691565
უცხოეთი
„დიდებულ სამუშაოს ასრულებს“ - დონალდ ტრამპი ვენესუელის პრეზიდენტის ძალისხმევას დადებითად აფასებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დელსი როდრიგესის მუშაობას დადებითად აფასებს და ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების აღდგენის მნიშვნელობას.
„დელსი როდრიგესი, რომელიც ვენესუელის პრეზიდენტია, დიდებულ სამუშაოს ასრულებს და ძალიან კარგად თანამშრომლობს აშშ-ის წარმომადგენლებთან. ნავთობმა დინება დაიწყო, ხოლო პროფესიონალიზმი და თავდადება ორივე ქვეყანას შორის ძალიან სასიამოვნო სანახავია!“, - აღნიშნა ტრამპმა.