დიდ ბრიტანეთში ციხის რეფორმის ფარგლებში სასჯელის მესამედის მოხდის შემდეგ პატიმრების გათავისუფლება იგეგმება

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ციხის რეფორმას გეგმავს, რომლის მიხედვით პატიმრებს სასჯელის მესამედის მოხდის შემდეგ ციხიდან გამოსვლის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ BBC იუწყება.
დღეს არსებული წესის მიხედვით, ბრიტანეთის ციხეებიდან ვადამდელ-პირობითი გათავისუფლება სასჯელის ანვერის მოხსნის შემდეგ არის შესაძლებელი. იის გამო, რომ მთავრობა ციხეების გადავსების პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, ლეიბორისტების მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა, რომ თუ პატიმრობა 5 წელზე მეტია, მათი გათავისუფლება სასჯელის 40%-ის მოხდის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა შაბან მაჰმუდმა განაცხადა, რომ ვადამდელი გათავისუფლება განსაკუთრებით საშიში დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს არ შეეხება. მათ სასჯელი, მინიმუმ 2/3-ის მოხდა მოუწევთ.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის ციხეებში 8 442 ადგილია, ხოლო ამჟამად იქ 88 087 პატიმარი იმყოფება. ამჟამად დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 2400 საპატიმრო ადგილი დაამატა. 2031 წლისთვის 14 ათასი საპატიმრო ადგილის დამატება იგეგმება.