Loading data...
დიდ ბრიტანეთში სამეფო საზღვაო ძალების ვერტმფრენი ჩამოვარდა

3 ივნისს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ დევონში, მინდორში სამეფო საზღვაო ძალების ვერტმფრენი ჩამოვარდა, - ამის შესახებ Sky News-ი ადგილობრივი პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

პოლიციის ცნობით, ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფებოდნენ.

„ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და დამატებით დეტალებს მოგაწვდით, როგორც კი ეს ხელმისაწვდომი გახდება“, - დასძინა პოლიციის წარმომადგენელმა.

თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით დაადასტურა, რომ ეს სამეფო საზღვაო ძალების ვერტმფრენი იყო.

„გამოძიება მიმდინარეობს და ამ დროისთვის დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - დასძინა საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.