Loading data...
დიდ ბრიტანეთში ფერმერს მდგმურის მკვლელობისთვის 35 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

„დიდ ბრიტანეთში 73 წლის ფერმერსა და ყოფილ ყასაბს, კრისტოფერ რაიტს, თავისი მდგმურის, 55 წლის რიჩარდ დაისონის მკვლელობისა და გვამის დამალვისთვის 35 წლით პატიმრობა მიესაჯა“, - ამის შესახებ BBC იუწყება.

დაისონი 2019 წლის ნოემბერში გაუჩინარდა, ხოლო მისი ნაშთები თითქმის 6 წლის შემდეგ, ბარნსლისთან მდებარე ფერმაში, ბეტონით შევსებულ კასრში აღმოაჩინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობის მოტივი იარაღის ქურდობა გახდა. დაისონმა რაიტის ფერმაში ავტომატი იპოვა და შეინახა, რამაც იარაღების კოლექციონერი კრისტოფერი განარისხა.

გვამის დამალვაში მას ბავშვობის მეგობარი, 72 წლის კარლ შვალბე ეხმარებოდა, რომელსაც მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის გამო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.