1773578302
უცხოეთი
დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ ბრიტანეთი, მოკავშირეებთან ერთად, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე მუშაობს
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე მუშაობს. აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მდივანმა ედ მილიბენდმა განაცხადა.
„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ჩვენს მოკავშირეებთან. არსებობს საზღვაო ტრანსპორტის შესაძლებლობის უზრუნველყოფის სხვადასხვა გზა. ჩვენ აქტიურად ვსწავლობთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრუტე ხელახლა გაიხსნას“, - აცხადებს დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მდივანი.
ედ მილიბენდმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დეესკალაცია სრუტის ხელახლა გახსნის საუკეთესო გზაა და მისი ქვეყანა გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებას.