Loading data...
დიდ ბრიტანეთში ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს გაჩენილი ხანძრის გამო, ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

დიდ ბრიტანეთში, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ატომური ელექტროსადგურის მახლობლად გაჩენილი მასშტაბური ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. 

ხანძარმა 80 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა, მათ შორის ნაკრძალის ნაწილი.

ბრიტანული მედიის ცნობით, ხანძრის მიმდებარე ტერიტორიებიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ადგილზე მონიტორინგის გასაგრძელებლად სულ მცირე 12 სახანძრო ჯგუფი რჩება.