დღეს ვაშინგტონში ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება
დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი შეხვედრა გაიმართება.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა აღნიშნა, შეხვედრაში 20-ზე მეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
მისივე თქმით, შეხვედრას თეთრი სახლის ლიდერი უხელმძღვანელებს და საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ღაზას რეკონსტრუქციისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ ისაუბრებს.
22 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში აშშ-ის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მშვიდობის საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
ტრამპის გეგმის თანახმად, მშვიდობის საბჭომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ღაზაში მშვიდობის უზრუნველყოფასა და ღაზას რეკონსტრუქციაზე და შემდგომში უფრო ფართო როლი შეასრულოს გლობალური კონფლიქტების მოგვარებაში.
ორგანიზაციის პროექტის თანახმად, ტრამპი საბჭოს ხელმძღვანელად საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც დარჩება.