1769069132
უცხოეთი
დღეს აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალურად დატოვებს - Reuters
ამერიკის შეერთებული შტატები დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალურად დატოვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს ორგანიზაციაში 260 მილიონი დოლარი ამ ეტაპზე არ გადაუხდია.
აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, აშშ-მა ორგანიზაციის დატოვებამდე ყველა გადაუხდელი დავალიანება უნდა დაფაროს.
თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა 2025 წელს ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.