1793775980
უცხოეთი
„დღეს ამერიკის დიდი დაბრუნება იწყება“ - ჰაკიმ ჯეფრისი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პირველი შავკანიანი სპიკერი გახდება
„დემოკრატებმა“ შეერთებული შტატების კონგრესზე კონტროლი დაიბრუნეს“, - ამის შესახებ „დემოკრატების“ ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა განაცხადა.
„დემოკრატების“ ლიდერმა აღნიშნა, რომ „დღეს ამერიკის დიდი დაბრუნება იწყება“.
„ამერიკელმა ხალხმა საკუთარი სიტყვა თქვა და ნათლად მიანიშნა, რომ მობეზრდა ექსტრემიზმი და კორუფცია. ამერიკელ ხალხს სურს ისეთი კონგრესი, რომელიც მათ ინტერესებს მოემსახურება და ამას დემოკრატები იანვარში, უფლებამოსილების დაწყებისთანავე გააკეთებენ“, - განუცხადა ჯეფრისმა მხარდამჭერებს.
როგორც ჯეფრისმა აღნიშნა, „დემოკრატებმა“ იციან, რომ „რადიკალური ცვლილებებია საჭირო, რადგან ბევრი რამ დაზიანებულია“.
„ჩვენ შევქმნით კონგრესს, რომელიც ამერიკელების ინტერესს პირველ ადგილზე დააყენებს“, - დასძინა მან.