Loading data...
დევიდ ლემი პუტინის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე: თვალებში ნაცრის შეყრაა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი მიიჩნევს, რომ კრემლის ლიდერი დასავლეთს თვალებში ნაცარს აყრის, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება. ამის შესახებ მინისტრმა BBC-ს განუცხადა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ პუტინი ცრუობს, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბრობს, დევიდ ლემი დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ კრემლის ლიდერი საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრის და მუქარა მისი ქმედების ხერხია. 

„ვფიქრობ, რასაც პუტინი აკეთებს თვალებში ნაცრის შეყრაა. ის ბევრს იმუქრება, ეს მისი მოქმედების ხერხია. თუ ნებას მივცემთ, ის უკრაინაზე არ გაჩერდება“, - აღნიშნა დევიდ ლემიმ. 

გარდა ამისა, დევიდ ლემის ჰკითხეს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე შორი დისტანციის იარაღის გამოყენების შესახებ, რაზეც მინისტრმა თქვა, რომ საჭიროა ვითარების შეფასება. 

„მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად შეაფასონ ის, რაც ახლა საჭიროა“, - დასძინა დევიდ ლემიმ.