1732623961
უცხოეთი
დევიდ ლემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინაში საბრძოლველად თავის ჯარისკაცებს არ გაგზავნის
„დიდი ბრიტანეთი არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში,“ - აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი. წერს Sky News-ი.
დევიდ ლემიმ აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის მოამზადებს უკრაინელ ჯარისკაცებს.
„ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ და ვაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას, განსაკუთრებით წვრთნის გზით, მაგრამ უკვე დიდი ხანია ჩვენი პოზიციაა, რომ არ გავგზავნით ბრიტანულ ჯარებს ბრძოლის ველზე“, - აცხადებს დევიდ ლემი.
გამოცემა Le Monde-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი არ გამორიცხავენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას.